ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან, 34  წლის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა. 

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. 
შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი  დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.