საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს სასტუმროს გახსნა მიულოცა.
ათსართულიანი სასტუმრო „აფიშა“ 118 ნომერს, კვების სამ ობიექტს, სპაზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.