საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია ჩინელი ბავშვების მიერ ქართულად შესრულებული სიმღერის ვიდეოს ავრცელებს და წერს.
"ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, საქართველოს შესახებ გადაცემის ჩაწერის დროს, ჩვენმა ჩინელმა მეგობრებმა ასეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს" - წერს ელჩი.
ჩინელი ბავშვები "იაო უაოს" ასრულებენ, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ინოლა გურგულია.