თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.  

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.