გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ნასერალის ქედის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები, ჯამში, 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სრულდება.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 500 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.