ვერავინ იცხოვრებს შენ ნაცვლად - ღმერთმა მაინცდამაინც შენთვის გამოიმეტა სრულიად კონკრეტული დროც და სივრცეც.
მიდიხარ გზაზე და ყოველდღე ქმნი შენს სახელს, გვარსა და საქმეს.
რაგინდარა მცირე იყოს, ეს საქმე ადამიანთა ისტორიაში სამუდამოდ აღიბეჭდება. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"სხვათა შორის - ღმერთის მეხსიერებაშიც.
შენ დიდი ფიქრისა და საქმის ნაწილი ხარ.
მას სამყაროს არსებობა ჰქვია.
ეს ნაწილობა განუმეორებელია - ორი თითის ანაბეჭდი განსხვავდება ერთმანეთისგან, არამცთუ ორი ადამიანის ცხოვრება.
განუმეორებლობა დიდი პასუხისმგებლობაა.
შენ მას ყოველწამიერად ატარებ.
მის გარეშე არ არსებობს შენი თავისუფლება.
იყავი დაბადების ღირსი და, როდესაც დრო მოვა, თავაწეული შეხვდი მარადისობას." - წერს გია მურღულია.