განათლების ხარისხისთვის მთავარი მასწავლებლის ცოდნის შემოწმება კი არ არის, მისი მიღწეული შედეგების შეფასებაა - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„რა იცი - ერთია (ძალიან მნიშვნელოვანიცაა) და როგორ ასწავლი ბავშვებს იმას, რაც იცი - მეორე.
ეს არის არსებითი პასუხისმგებლობა.
"არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს..."
მასწავლებელს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს, ფიქრის, სწავლისა და განვითარებისთვის - ზედმეტი ფორმალობები (რასაც საათები და დღეები უმიზნოდ და უშედეგოდ მიაქვს), ჩემი აზრით, საჭირო არ არის.
საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს აზროვნებისა და პროფესიული მოქმედების თავისუფლება“ - წერს მურღულია.