1 თებერვალს, 19:00 საათზე რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში მისი ფილმების რეტროსპექტივა „არაჩვეულებრივი გამოფენით“ გაიხსნება.

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.), „მიქელა“ (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983 წ.), „სავარძელი“ (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977 წ.), „შერეკილები“(1973 წ.) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია)(2022 წ.).

ჩვენებების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies.

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.

 

მის. თბილისი, ეროვნული არქივის კინოთეატრი, პეკინის გამზ. #40