თუ რომელიმეს გამბედაობა გეყოფათ პირადად დამელაპარაკეთ და გამოჩდით , ჩაკიდეთ ხელი სიმხნევისთვის მაგ თქვენ ლაჩარ კობახიძეს და თქვენივე რუსულ ,, იმედში” მიხმეთ მთელი თქვენი რუსული დივიზიონით ! - წერს ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია, რითაც ეპასუხება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე, ირაკლი კობახიძის მომხრეების მიერ გავრცელებულ ბრალდებებს თავად ეკა ბესელიას მისამართით:
"აქამდე არ მეცალა ერთიანად ,,სამძიმარი” მეთქვა ირაკლი კობახიძის დასაცავად დარაზმული და რუსული რუბლით დავალებამიცემული ტროლ-ბოტების და რამდენიმე საბრალო გაყიდული არსებისთვის:
მოკლედ, ჩემს გუშინდელ ,, მთავარის” ეთერში გახსენებულ "ბოდიშის მოხდის ისტორიას მოყვა დღეს ეს კობახიძის ისტერია და დარაზმეს ჩემს წინააღმდეგ რუსული ქვეითი იაფფასიანი ბრიგადა ( ვინმე ნინო ფოჩხუა, თამთა მეგრელიშვილი - ეს ქალები რამ გაგამწარათ) საბრალო ირაკლი ლატარია , რუსული სააგენტო ,, კვირა “ , ბრიგადის მედროშე ტვ ,, იმედი” და ნუ მოკლედ … თხზავენ ისტორიებს , ილანძღებიან თურმე ( არ ვკითხულობ არაა) და ახლა ერთად და მოკლედ ვეტყვი მათ :
იმაზე მწარე , სამარცხვინო და შესაბამისი ეპითეტი არ არსებობს თქვენთვის , ვიდრე თავად აირჩიეთ - ეს ირაკლი კობახიძის ტალახის წმენდაა !
და იყვნენ ამ როლში !
ახია მათთვის მხოლოდ შეიძლება მებრალებოდნენ ისინი! ყველა მორიგი თავდასხმის დროს იწყება ცილისწამება და ფოთზე შეთხზული ტყუილები. გაცვდა , გაბითურდა ეს ტექსტებიც. მე კი ძალიან მიყვარს ფოთი , რომელსაც სიყვარულით ვემსახურე 4 წელი და მეამაყება , რაც მოვასწარი და დავუტოვე ამ ქალაქს მიუხედავად დიდი ბრძოლებისა კორუფციულ ჯგუფებთან. ბევრი მადლიერია და ახსოვთ კარგად!
ამდენი წელი გავიდა და რა ვერ იპოვეთ ეს ბიზნესები და ვინმე სულიერი , ვისაც დააბრალებდით ამ ბოდვებს?
იკვლიეს , ჩიჩქნეს, ეძებეს და დაინახეს, რომ არაფერი ქონდათ ხელმოსაჭიდი პრეტენზიისთვის და საჯაროდ თქვეს - სპიკერატში ვაწინაურებდით , კაბინეტს ვუმზადებდით და სად წავიდა ბესელიაო??? ეს თავად მხდალმა ირაკლი კობახიძემ თქვა საჯაროდ, რომელიც დაცვით დადის საკუთარ კაბინეტში და საკუთარი თავის ეშინია :)))
თუ რომელიმეს გამბედაობა გეყოფათ პირადად დამელაპარაკეთ და გამოჩდით , ჩაკიდეთ ხელი სიმხნევისთვის მაგ თქვენ ლაჩარ კობახიძეს და თქვენივე რუსულ ,, იმედში” მიხმეთ მთელი თქვენი რუსული დივიზიონით ! ამ მწარე ეთერებს კი არ მოგაკლებთ , რადგან ასე მიზანში ხვდება სათქმელი" - წერს ეკა ბესელია.