დიდ შაბათს, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დღეს დილიდან გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა.
სასულიერო პირები, გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარებენ. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოჰყვება.
სიმბოლურად, გარდამოხსნის შემოტარება მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.