საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც უდიდესი დანაკარგისა და 70-წლიანი რეპრესიების მიუხედავად არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. - წერს ამერიკის საელჩო "ფეისბუკში".
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.








