ამ წლების განმავლობაში საქართველომ უკრაინისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენნაირი შესაძლებლობების მქონე ქვეყანას შეეძლო გაეკეთებინა მიმდინარე ოკუპაციის ფარგლებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი რამ, რასაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, ეს არის მადლობა.
„ყველაფერი დანარჩენი არის მანიპულაცია და არის პირდაპირი, შეგნებული გაწირვა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისთვის და საბოლოო ჯამში რუსეთთან სამხედრო ესკალაციისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.








