მიხეილ სააკაშვილის გადაიყვანეთ რეანიმაციაში - ასე მიმართავს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა "ვივა მედს" და პენიტენციურ სამსახურს.
"პენიტენციურმა და ვივამედმა გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია" - წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით "სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ! დღესაც გონება დაკარგა!"
3 კვირის წინ, მოულოდნელად განგვიცხადეს, პატიმართან მხოლოდ ადვოკატები და დედა შევლენო, თან შეფუთულებიო, ასეც ვაკეთებთ.ექთანი გუშინ პროცესზე არ გამოცხადდა კოვიდი აქვსო, ეხლა გაირკვაო არ ჰქონიაო. მსგავსი გაგიგიათ პაციენტს საავადმყოფოში დაემართოს კოვიდი?როგორ, ვისგან, ესეც საჭმელის არ იყოს დედის და ადვოკატების ბრალია?ქართული ჯიგრული ,,ადექვატური მკურნალობა!" - წერს შალვა ხაჭაპურიძე.