სასამართლოზე მოწმეების დაკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ სააკაშვილის დიაგნოზი, სასჯელის გადავადების საფუძველია - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"დღევანდელი მოწმეების დაკითხვის შედეგად, დადასტურდა მნიშვნელოვანი ფაქტები. კერძოდ, მოგეხსენებათ სააკაშვილს სასჯელის გათავისუფლების დიაგნოზი არის დემენცია, რასაც ახლა უკვე დაემატა მეორე დიაგნოზი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში დევს, ანუ ნერვოლოგიური დიაგნოზი. ასევე მესამე დიაგნოზი არის კახექსია, რაც უშუალოდ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. გარდა ამისა, ნევროლოგის, ბატონ ოთარ თოიძეს მიერ გაჟღერდა 6 დიაგნოზი, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველია"- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩატარდება.