სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას." - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფზე ბულაჩაურში, კერძო პარკინგზე, თავდასხმა სცადეს.