თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე დღევანდელი სხდომა არ ჩატარდა.
მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, სხვა საქმეზე გავიდა სათათბიროდ.
მისივე გადაწყვეტილებით მორიგი სხდომაზე 2023 წლის 9 იანვარს 12:00 საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, დღევანდელი პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. სადაც კლინიკა"ვივა მედში" ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი უნდა გამოკითხულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ექიმი ლაჰანი გამოიკითხებოდა.
ფოტო არქივიდან