მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, წერილობით აცნობებენ შესაბამის უწყებებს მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, რომ ფიზიკურად დაესწროს პროცესს.

 ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დააჩქარონ. შემდეგი სხდომა, საქალაქო სასამართლოში 9 იანვარსაა ჩანიშნული.

"მისი სურვილია და ჩვენ ამას წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურსაც, სასამართლოსაც და კლინიკა "ვივა მედსაც" ფიზიკურად მოხდეს მისი დასწრება სასამართლო პროცესებზე. დღეს მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, გაააქტიურონ მუშაობა სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში, ვინაიდან ამის შესახებ განაცხადა ორმა დაკითხულმა ამერიკელმა ექსპერტმა. მინდა შევახსენო ექიმებს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ვინც ამ საქმეში იღებს მონაწილეობას, წამებას, რადგან ეს ასე გაჟღერდა, არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, მთავრობები მიდიან და მოდიან წამების მუხლი რჩება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.