სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, დაახლოებით 20:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილემ საავტომობილო გზა გადაკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2022 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით აირჩიეს.