ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებულის მამა დააკავეს. გამოძიება მას მოწმეებზე ზემოქმედებას ედავება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოწმეებს აიძულებდა სასამართლოზე ცრუ ჩვენება მიეცათ. დაკავებულის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
ცნობისთვის, 27 მაისს ლეღვაში მკვლელობა მოხდა, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი სოფლის სტადიონის ტერიტორიაზე დამარხული რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.
საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა.