საქართველოს პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.