ბრალდებამ ვერანაირად ვერ დამარწმუნა იმაში, რომ ლაზარე არის დამნაშავე, ამიტომ კმაყოფილების შეგრძნება მაქვს. დანარჩენი მოსამართლეზეა დამოკიდებული,- , - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„დღევანდელი დასკვნითი პროცესი ხანგრძლივი და დამღლელი იყო, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო, რადგან მე მომიწია მოსმენა დაცვის და ბრალდების მხარის და ბრალდებამ ვერანაირად ვერ დამარწმუნა იმაში, რომ ლაზარე არის დამნაშავე, ამიტომ კმაყოფილების შეგრძნება მაქვს. დანარჩენი მოსამართლეზეა დამოკიდებული. როგორც ადვოკატებმა გვითხრეს, ორ-სამ დღეში გამოიტანს განაჩენს. ახლა ველოდებით განაჩენს. ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ ადვოკატებმა გვითხრეს, რომ ორ-სამ დღეში იქნებაო", - ამბობს ლაზარეს დედა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა - განაჩენი „გონივრულ ვადაში" გამოცხადდება