საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო. 

მოსმენაზე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება "საქართველოს" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ლალი ბუნტურმა საბჭოს წევრების კითხვაზე,  რა ფორმით ითანამშრომლებდა ის საერთაშორისო პარტნიორებთან. ასე უპასუხა: "ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მექნებოდა კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მათ ეხელმძღვანელათ ჩემთვის. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდესო", მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი არ ვარ, ქართველი ვარ", - განაცხადა ლალი ბუნტურმა.

ასევე ქვეყნის მთავარი პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა: კომისიის გადასაწყვეტი არ არის, გავხდები თუ არა გენერალური პროკურორი - ეს წყდება ზემოთ, უფალთან." ​​

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  4 პირს - ლალი ბუნტურს, დარეჯან ბუცხრიკიძეს, ვიქტორ ახალბედაშვილსა და დავით ბარბაქაძეს გაესაუბრა.

შეგახსენებთ, კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.  სულ 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.  

იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს.

იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ წარმოადგინა.

იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი  ლალი ბუნტური   მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა.  

იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ წარმოადგინა.იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარმოადგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.

იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა.