საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა მსახიობს, მწერალს, მოცეკვავეს, სპორტსმენს, გივი სიხარულიძეს. ის წლების მანძილზე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სტუდიის წევრი. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი, ქართული ხალხური ცეკვის დასის თბილისის სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი. მას მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის ღირსების რაინდისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:

ზურაბ კახაბრიშვილს (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი);

მერაბ კილაძეს (ექიმი; პროფესორი);

გიორგი ჭუმბურიძეს (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი);

დიმიტრი ბაზერაშვილს (ექიმი, პროფესორი);

გიზო გაბესკირიას (რეჟისორი);

გვანჯი მანიას (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი);

ბიძინა სონღულაშვილს (ინჟინერი);

ნათელა ვასაძეს (ფილოლოგი, პროფესორი);

გელა ფარჩუკიძეს (დირიჟორი);

ნელი სალაძეს (სპორტსმენი, მწვრთნელი);

მზია აფრიდონიძეს (მუსიკოსი, მხატვარი);

გურამ ბათიაშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);

კახა ქორიძეს (არქიტექტორი, მსახიობი);

გოგი მარგველაშვილს (რეჟისორი);

თამაზ გოდერძიშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);

ნელი კობიაშვილს (ჟურნალისტი, პუბლიცისტი);

გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი);

ვახტანგ ცუხიშვილს (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძეს (მსახიობი);

გურამ კალანდაძეს (გეოლოგი);

ნელი ბერაიას (მსახიობი და მხატვარი);

თენგიზ გაჩეჩილაძეს (პედაგოგი, ჟურნალისტი);

თეიმურაზ ლეჟავას (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში);

ოლესია თავაძეს (მხატვარი).