ბაიდენს და ტრამპს შორის გამართული დებატები სერიოზულ ანალიზს მოითხოვს, რადგან აშშ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. მანამდე კი, რაც თვალში საცემი იყო: - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ა. აშკარად ჩანდა მხარეებს შორის უკიდურესად მაღალი ხარისხის პოლარიზაცია, რაც, როგორც ჩანს, საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის გამოძახილია.
ბ. ორივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ ხშირად ისმოდა შეფასება სულელი და სისულელე.
გ. ორივე კანდიდატმა ხაზი გაუსვა მეორის ფიზიკურ უძლურებას და მიანიშნა გონებრივ უძლურებაზე.
დ. ერთადერთი, თითქოს (!), რაზედაც შეთანხმდნენ ისაა, რომ მზად არიან გოლფში შეერკინონ ერთმანეთს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თუ გოლფის ჩანთის აწევა შეძლეს.
ე. ისეთი პირი უჩანს, რომ ბაიდენის პოლიტიკური გუნდი ამ დებატებს გამოიყენებს ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩასანაცვლებლად! შეიძლება, ამ დებატების მიზანიც ეს იყო.
ვ. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა - განსაკუთრებით უკრაინის, ევროპის, ნატოს და სხვა რეგიონების მიმართ და დიდი ფასის გადახდა მოუწევს, ვინც ამ ახალ რეალობას არ გაითვალისწინებს." - წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, დებატების დროს კანდიდატებმა განაცხადეს:
მიმომხილველთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ბაიდენი ტრამპთან დებატებში აშკარად სუსტი იყო
ჯო ბაიდენი: პუტინი სამხედრო დამნაშავეა, ფიქრობთ, რომ შეჩერდება უკრაინას თუ აიღებს?!