არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ,,აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.