"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე  აცხადებს, რომ   მას ოთხმა ნიღბიანმა სცემა..

მარნეულის რაიონ სოფელ წერეთელში, ჩემს სახლში. ჩემს სახლთან, რამდენიმე, 30-40 მეტრში გააჩერა "ქამრმა", ჩაბურული იყო სუს-ის მანქანა.

მე მივხვდი, რომ ესენი იყვნენ აქ ჩემს სათვალთვალოდ. დავიწყე ვიდეო გადაღება, რა დროსაც გადმოხტა 4 ნიღბიანი, თავს დამესხა და დამიწყო უმოწყალოდ ცემა. საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს მძიმე დაზიანების მოყენება იმიტომ რომ მეზობლები გამოვარდნენ და გაიქცა ეს ხალხი, მაგრამ ეს ნაძირლები, ეს ნაგვები, როგორ ბედავენ, ჩემს პატარა შვილებთან ერთად.

ყველა ქოცს მივმართავ, განსაკუთრებით აი ამ ჩემს რაიონელ და სოფლელებს, ყველას დედას გიტირებთ! როგორ უნდა ოჯახებში მისვლა და ბავშვების დაშინება, აი გაჩვენებთ თქვენ. თქვე ნაძირლებო და თქვე ჩმორებო, როგორ ბედავთ.

ბიძინა ივანიშვილი ითვლის ბოლო დღე. ეგ ნა***არი ადამიანი. ნიღბებით დადიან. ეს არის შიშის დათესვის მცდელობა. ვის შეაშინებთ თქვენ. როგორც შეიძლება ნიღბიან... სიმართლე დადის ყოველთვის ღიად, ლაღად... ჩვენ ვართ მართლები, ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ გავიმარჯვებთ. ვერც ცემით, ვერც რავი, რომც მომკლან, მაინც გაიმარჯვებს ეს იდეა. ეს იდეა არის საქართველოს თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს ერთიანობა", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ "მთავარ არხთან". 

ცნობისთვის, გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიმიტრი ჩიქოვანისა და გია ჯაფარიძის თავდასხმის ფაქტზებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.