დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა «ურბანული პეიზაჟები».
გამოფენის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო.
გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ნამუშევრები - ფერწერა, მხატვრული ფოტოგრაფია, ინსტალაცია.
„ქარავან არტ ფორუმი 2024" 20 მაისს დასრულდება.