თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 71 წლის ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ საპატიმრო 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ჩახუნაშვილი საპატიმროდან თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ 17 პირს ბრალი წარუდგინა. მათ შორის იყო გიორგი ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ჩახუნაშვილს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.