იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა.
ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა.