,,მუსიკალური საღამოების" ფარგლებში, ანაკლიაში ჯგუფი ,,ურსას“ კონცერტი გაიმართა. კონცერტის დასრულების შემდეგ სცენა DJ OTO-მ დაიკავა. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.
დღეს, 19 ივლისს, ანაკლიაში ,,მუსიკალური საღამოები” ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტით გაგრძელდება. კონცერტში ასევე, მონაწილეობენ სოფო პაპუაშვილი და მირზა მოდებაძე. ღონისძიება, შპს ,,Anaklia-Ganmukhuri Resorts”-ის და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) მხარდაჭერით გაიმართება.
ანაკლიაში "მუსიკალური საღამოები" 16 ივლისს "ქუჩის ბიჭების", მარიკა თხელიძის და ნინი ქარსილაძის მონაწილეობით დაიწყო, რომლიც საქართველოს კულტურის სამინისტრის ორგანიზებით ჩატარდა.