დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. მათ შორის, სპორტული შეჯიბრებები, ხატვის მასტერკლასი, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი პროგრამა, ანიმატორებითა და ზღაპრის გმირების წარმოადგენებით.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციები, ზუდიდის ამერიკული კუთხე, ცენტრი "აფხაზეთი", 
ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ები და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ნინო სხულუხიამ მიმართა.

ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.