აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 46 წელის თავს ულოცავს.
"ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა. დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს.
დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას.
მადლობა ჩვენს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გაწეული შეუფასებელი ღვაწლისთვის." - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მილოცვაში.