შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონიდან სხვადასხვა საშუალებით, 62 ადამიანია გამოყვანილი.
„62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით, ასევე ფეხითა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. აღნიშნული ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მეხანძრე მაშველები. თუ დადგება ვერტმფრენის საჭიროება, მზადყოფნაში ვართ. ასე, რომ სრული მობილიზებაა გამოცხადებული“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 3 ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის