ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე.  ერთმანეთს ტრაქტორი და ,,ოპელ კომბოს,, მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მიმავალ  ტრაქტორს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი  შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრაქტორი გადაბრუნდა და  მძღოლი ქვეშ მოიყოლა. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამსახური. 

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.