თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ისტორიული ავტომობილებისა და მოტოციკლების ფესტივალი მოეწყო.

წარმოდგენილია 100-მდე ავტომობილი და მოტოციკლი, ასევე, დამთვალიერებელი იხილავს ხელით აწყობილ საფრენ აპარატებსაც.

ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება თელაველი ავტომრბოლელის, ოთარ ოთარაშვილის ხსოვნისას ეძღვნება.