1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდაკახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
ადგილობრივი ბავშვთა სტუდია "სოლეი"-ს მიერ მსვლელობა - პერფორმანსი გაიმართა.„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. შევიკრიბეთ 9 აპრილის მემორიალთან და პატივს მივაგებთ გმირების ნათელ ხსოვნას. ეს ადამიანები ერთი, დიადი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რასაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია.9 აპრილს სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, ამ დღეს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც საკუთარი თავგანწირვის ფასად სამშობლოს თავისუფლება მოუტანეს. მათი სახელები და გმირული თავგანწირვა თაობებს სამუდამოდ ემახსოვრება.მჯერა, რომ 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა", - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში