თელავში ისტორიული ავტომობილების, მოტოციკლებისა და საფრენი აპარატების გამოფენა წელს უკვე მესამედ გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასამდე ავტო-მოტი სატრანსპორტო საშუალება და საფრენი აპარატი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი, ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.