დაბა სურამში, ცენტრალურ სკვერში მულტიფუნქციური ცენტრის პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცენტრი ყოფილი კინოთეატრის შენობაში განთავსდება. სურამში კინოთეატრი ძალიან დიდი ხანია არ ფუნქციონირებდა. მუნიციპალიტეტმა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართა კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსაცემად. ამჯერად, მუნიციპალიტეტი კინოთეატრის შენობის სრულ რეაბილიტაციას და იქ მულტიფუნცქიური ცენტრის განთავსებას გეგმავს. რეაბილიტირებული შენობა სამუსიკო სკოლას და სურამის ბიბლიოთეკას გააერთიანებს. აქვე გადავა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც. განახლებული შენობა სურამის ცენტრს ახალ ხიბლსა და სიცოცხლეს შემატებს.
სურამის მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 1 941 000 ლარს შეადგენს.