სურამის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი სურამში, მეოთხე საჯარო სკოლის სახურავს გაუჩნდა. შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.