ამომრჩეველთა ფართო მასშტაბიანი ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, სამტრედიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს  შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. 



 შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოცადეს  ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. 
 ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაცია  ელექტრონულ ტექნოლოგიებს სამტრედიის მერიას დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს ეტაპობრივად მომავალშიც გააცნობს.