ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ. 
 მოეწყო მოსიარულე კოსტიუმირებული ორკესტრის, ინტერაქტიული და თემატური ფოტო ზონები, საბავშვო წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. 
 ღონისძიება საახალწლო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.