სათაური-სამტრედიაში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო ბაღებში პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
საახალწლო ნობათი წელს 1181 აღსაზრდელს გადაეცა.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, ამ მხრივ მუნიციპალიტეტში მასშტაბური ღონისძიებები ტარდება. სოფელ იანეთში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი, რომელიც 75 ბავშვზე გათვლილი, ახლო მომავალში დაიწყება მე-4 ბაგა-ბაღის მშენებლობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა იგეგმება.