სამტრედიის მუნიციპალიტეტის, მელაურის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ მიწაბოგირაზე, მე-6 ქუჩაზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივები განსაკუთრებით გამოხატავენ კმაყოფილებას მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.

პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და მელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოამდგენელთან, სოფიკო კიკაჩეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ხარისხის მაჩვენებელი ვიზუალური დათვალიერებითაც თვალნათლივ ჩანს, რომ მაღალია. 

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად განხორციელდება,  როგორც მიმდინარე პერიოდში, ასევე მომავალშიც.