სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა.


მუნიციპალიტეტის მერმა უკვე ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ახალი ცენტრი სრულად აღიჭურვება უახლესი სამედიცინო ტექნიკით და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.

ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის“ მშენებლობა სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან