ნიკეას ქუჩის მოსახლეობა დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, არსებული ანტისანიტარიის გამო ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება.
,,წლებია ვითხოვთ, რომ დაიხუროს ნაგავსაყრელი. ამას ვითხოვდით ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს მაგრამ დღემდე არავინ ინტერესდება. აქ მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ეზოში ვერ გამოვდივართ. შეჩერებას აღარ ვაპირებთ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.