ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში საპენსიო სესხებით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. მათ ,,მოქალაქეების,, ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი გუნდის იურისტებთან ერთად შეხვდა.
საუბარია ე.წ. ,,საშეღავათო პერიოდზე", რითაც კოვიდ პანდემიის დროს პენსიონერებს ბანკმა გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე , სესხის ოდენობაც გაიზარდა.
ქუთაისში დაგეგმილ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო არსებული მასშტაბური პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს. დღესვე ,,ლიბერთი" ბანკის ქუთაისის ფილიალში სესხია ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესახებ განაცხადი 500-მდე პენსიონერმა შეიტანა.