ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონია. ჩემპიონატის ფინალი თბილისი არენაზე გაიმართა. 

ქუთაისის საკალათბურთო კლუბი სუპერლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩში “კავკასიას” შეხვდა. ,,ქუთაისმა" მეტოქე 90:82 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.