ლილე ქუთელია, ზაური ბოკელავაძე, ანა ხიხაძე, ანი სანიკიძე, მარიამ ჩარქსელიანი და მარი იონანიძე ქუთაისის 3 უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტები არიან და ყოველთვიურად იღებენ მერის სტიპენდიას.

" ყოველწლიურად, რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს ვუნიშნავთ სტიპენდიას. ეს ამ ახალგაზრდების შრომის დაფასება და წახალისებაა, რაც სტიმული უნდა იყოს სხვებისთვისაც.

დღეს ქუთაისის სამივე უნივერსიტეტის იმ 6 სტუდენტს შევხვდით , რომლებმაც მიმდინარე სასწავლო წელს მოიპოვეს ჩვენი სტიპენდია.
საინტერესო საუბარი გვქონდა ახალგაზრდებთან. 
მჯერა, ისინი თავიანთი ცოდნითა და განათლებით ქუთაისის განვითარებას შეუწყობენ ხელს."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.