პეტრას ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა, რომელიც მნახველებს ახალი ექსპონატების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
ახალ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია უნიკალურ მოზაიკას, რომელიც წლების წინ პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. მოზაიკის რესტავრაცია ახლახან დასრულდა.
რესტავრაციაზე ერთობლივად მუშაობდნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რესტავრატორები და პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტი. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.