ამის შესახებ მკითხველს ნიდერლანდების მედია მოუთხრობს.
ოთხშაბათს, ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არმენში, ხანდაზმულთა სახლში მცხოვრები 97 რიჰეტისთვის ხმის მიცემა ადვილი სულაც არ იყო. ამიტომ არმენიდან 35 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ქალიშვილს მისცა მინდობილობა.
ზუტფენში უბანზე მისულ ჰესტერს უთხრეს, რომ სხვის ნაცვლად ხმის მიცემა რეგიონალურ არჩევნებში ნებისმიერ უბანშია შესაძლებელი, ეროვნულ არჩევნებში კი მხოლოდ იქ, სადაც მინდობილობის გამცემი პირი ცხოვრობს.
დედა იმ დროს დაიბადა, როდესაც ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. იგი მათემატიკაში ბრწყინვალედ ერკვეოდა, მაგრამ მას სამოქალაქო სკოლაში ველოსიპედით სიარულის უფლება არ ჰქონდა და მოხდა ისე, რომ მის ძმამ ისწავლა, ის კი გათხოვდა და რომ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ხუთი კი არა მეტი შვილი ეყოლებოდა. დედას ოთხი ქალიშვილი, ოთხივე მგზნებარე ფემინისტი ჰყავს. ამასთან, ხმის მიცემა ჩემი ერთგვარი გატაცებაცაა და სწორედ ამიტომ მე თავი ვალდებულად ჩავთვალე მას დავხმარებოდი, - ამბობს ჰესტერი და განაგრძობს:
ველოსიპედით სახლში დავბრუნდი, ფინჯანი ყავა დავლიე და შემდეგ მატარებლით არმენში წავედი. იქ მითხრეს, რომ მინდობილობით ხმას უკვე ვეღარ მივცემდი, რადგან, კანონის თანახმად, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის პარალელურად თავადაც უნდა შეგეძლოს ხმის მიცემა, მე კი უკვე ვისარგებლე ამ უფლებით ზუტფენში. დედას გადაადგილება უჭირს და ის თავად ვერ შეძლებდა ხმის მიცემას. ჩემი დასაკეცი ველოსიპედი ავიღე და დედას ვესტუმრე. თავშესაფარში ვახშმობის დროს მივედი. დედას ჭამის შემდეგ პასპორტისთვის ზემოთ ასვლა დასჭირდა. მოკლე და ნელი ნაბიჯებით ავიდა ზემოთ შემდეგ...
ტუალეტის საჭიროება წარმოიქმნა. ყველაფერი ნელა ხდებოდა, თუმცა, საბოლოოდ,საათ-ნახევრის შემდეგ, მან ჩამოსვლა და ხმის მიცემა შეძლო.
რიეტამ ეს დიდი სიამაყით გააკეთა. მე კი ვუთხარი: დედა, ფოტოს გადაგიღებ, როგორც პარტიის ლიდერებთან აკეთებენ ხმის მიცემის დროს. მის სახეს ნათელი მოეფინა.
ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არაა ცნობილი, თუმცა, როგორც საარჩევნო ხმების შესაძლო საბოლოო ვარიანტებში გარკვეულმა პირებმა განმარტეს, , გამარჯვებულია პარტია „დემოკრატები 66“. მას იმდენივე მანდატი აქვს, რამდენიც „თავისუფლების პარტიას“ და შესაძლოა, საბოლოოდ, მან ვერ შეძლოს 27-ე მანდატის მოპოვება, თუმცა ხმებში არსებული უპირატესობის გაბათილება უკვე შეუძლებელია.
„თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ გამარჯვებულის გამოცხადების პრეროგატივა საარჩევნო საბჭოს აქვს და აცხადებს, რომ ჯერ გაჭრის რამის თქმა შეუძლებელია (კანონმდებლობით, პარტიას შეუძლია ხმების გადათვლა მოითხოვოს იქ, სადაც სხვაობა პარტიების მიერ მიღებულ ხმებში მცირეა - „აიპრესი“). გამარჯვებულად გამოცხადებული „დემოკრატები 66-ის“ ლიდერი მას არ ეკამათება და ამბობს, რომ მზადაა სამშაბათამდე დაიცადოს და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს ჯერ არ შეუდგეს.
„დემოკრატები 66-ის“ ლიდერი, 38 რობ ჯეტენი, დიდი ალბათობით, ნიდერლანდების მთავრობის მეთაური გახდება და იგი იქნება ნიდერლანდების პირველი ღია გეი პრემიერ-მინისტრი. მისი პარტნიორი არგენტინის ბალახის ჰოკეის ნაკრების და ნიდერლანდების „Klein Zwitserland“-ის მოთამაშე, 28 წლის ბისექსუალი ნიკოლას სანტიაგო კინანია.




